ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას. მაშინ, როდესაც უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკური საფუძვლების დასუსტებას განაგრძობს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
ახალი სანქციები ძალაში შევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან საბოლოოდ დამტკიცებისა და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, სანქციები შეეხება კიდევ 32 რუსულ ბანკს, კრიპტოვალუტის კომპანიებს და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებს. ერთი წლით გაგრძელდება რუსული ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარი.
ირკვევა, რომ სანქციები გავრცელდება გემებზე, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეხმარებიან.
სააგენტო Reuters-ის წყაროთა ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს გამონაკლისს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში.