სროლა ვერაზე - როგორია დაჭრილი პირების მდგომარეობა

23.07.26 13:34
სროლა ვერაზე - როგორია დაჭრილი პირების მდგომარეობა

გამვლელი ქალი, რომელიც ვერაზე სროლის შედეგად დაიჭრა, ალადაშვილის კლინიკიდან გაწერეს. 

ექიმის განმარტებით, მას თხემის არეში მცირე ზომის ჭრილობა აღენიშნებოდა. დაჭრილ ქალს პირველადი ქირურგიული წესით ჭრილობა დაუმუშავეს და გაკერეს. ის სტაბილური მდგომარეობით კლინიკიდან უკვე გაეწერა, 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალბატონი, თხემის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე ზომის მცირე სისხლმდენი ჭრილობა, გაეწია ქირურგის კონსულტაცია, არსებული ჭრილობა დამუშავდა პირველადი ქირურგიული წესით, გაიკერა კვანძოვანი ნაკერით, დაყოვნდა პაციენტი მცირე ხნით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სტაბილური მდგომარეობით გაიწერა ბინაზე. 

თხემის მიდამოში აღენიშნებოდა ჭრილობა," - ამბობს ექიმი. 

17-18 წლის ბიჭებს, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდათ. მათგან ერთს დაზიანება მარცხენა მხრის არეში, ხოლო მეორეს მარცხენა მტევნის არეში ჰქონდათ. 

კლინიკის წარმომადგენლის განმარტებით, ორივე მათგანი სტაბილურია და მათ სიცოცხლეს.ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

გუშინ, 22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადმოყვანილი იქნა ორი ახალგაზრდა ბიჭი, ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. 17-18 წლის ბიჭები არიან. ახლაგაზრდებს,რომლებიც გადმოიყვანეს, ჩაუტარდათ ოპერაციული მკურნალობა გუშნვე. დღევანდელი დღის მდგომარეობით ორივე არის სტაბილური, მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ვერ გეტყვით ტყვია ამოუღეს თუ არა, ჭრილობა იყო, დაზიანება იყო, ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა, დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს," - განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა. 

22 ივლისს, თბილისში, ვერაზე გახსნილ ცეცხლს 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი ემსხვერპლა. შანიძის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. აქედან ერთი ქალია, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ათზე მეტი გასროლა გასულ ღამეს ახალგაზრდების სიცილს და ხმამაღლა საუბარს მოჰყვა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმაურმა იქვე მდებარე სასტუმროს მფლობელი ნიკოლოზ კაპანაძე გააღიზიანა და ახალგაზრდები ჩაცხრილა. 

მკვლელობის ბრალდებით ნიკა კაპანაძე შსს-ს თანამშრომლებმა გასულ ღამეს დააკავეს. 

იხილეთ ასევე:

მსგავსი სიახლეები