სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - "პირველების" ინფორმაციით, 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებული წარსულში ნასამართლევია
"პირველების" ინფორმაციით, ვერაზე, სამი პირის დაჭრისა და 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი მკვლელოობის ფაქტზე დაკავებულკი ნიკა კაპანაძე წარსულში ნასამართლევი იყო.
წყარო TV პირველს უყვება, რომ 42 წლის კაცი მათ შორის ოჯახის წევრზე ძალადობის მუხლითაც იყო დკაავებული. კერძოდ, "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კაპანაძე მაშინაც დააკავეს, როცა ის ავტომობილში დედაზე ძალადობდა.
"პირველები" მოწოდებული ცნობების გადამოწმებას შესაბამის უწყებაში სეეცადა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, როდის და რა მუხლებით იყო ნასამართლევი 42 წლის კაცი, რომელმაც ვერაზე სისხლიანი ანგარიშსოწრება მოაწყო. უცნობია ისიც, მოიხადა თუ არა მან სასჯელი სრულად, თუ ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
დაკავებული 42 წლის კაცი ამ დრომდე ალადაშვილის კლინიკაში რჩება, სადაც მას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
ამასთან, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადეება გააკეთა ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციის ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ.
მისი თქმით, პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია და ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები.
ირკვევა, რომ ნიკა კაპანაძე პალატაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
რაც შეეხება 42 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის შეფასებით, ის "სტაბილურია, პაციენტი არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური".
ექიმის თქმით, ბრალდებული კლინიკაში უკვე ამპუტირებული თითით შეიყვანეს.
იგეგმება, თუ რამემ არ შეგვიშალა ხელი და სამედიცინო თვალსაზრისით ყველაფერი იქნა დამაკმაყოფილებელი, იგეგმება, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ მისი გაწერა," - ამბობს ექიმი.
22 ივლისს, თბილისში, ვერაზე გახსნილ ცეცხლს 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი ემსხვერპლა. შანიძის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. აქედან ერთი ქალია, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ათზე მეტი გასროლა გასულ ღამეს ახალგაზრდების სიცილს და ხმამაღლა საუბარს მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმაურმა იქვე მდებარე სასტუმროს მფლობელი ნიკოლოზ კაპანაძე გააღიზიანა და ახალგაზრდები ჩაცხრილა.
რაც შეეხება დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა "ჰელსიკორში" აცხადებენ, რომ ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მკვლელობის ბრალდებით ნიკა კაპანაძე შსს-ს თანამშრომლებმა აგსულ ღამეს დააკავეს.
ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.