LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია, - ამის შესახებ მუსიკალური ჯგუფი LOUDspeakers-ი სოციალურ ქსელში წერს.
ჯგუფის წევრების შეფასებით, საქართველოში კრიმინალი დაუსჯელია, ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებას ფასი აღარ აქვს, ხოლო პროპაგანდა საზოგადოებას ერთმანეთის წინააღმდეგ აქცევს. მათივე განცხადებით, არსებული რეალობის შეცვლა მხოლოდ ერთობით, შიშის დაძლევითა და წინააღმდეგობით არის შესაძლებელი.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია.
სადაც კრიმინალი ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.
სადაც ადამიანის სიცოცხლემ და თავისუფლებამ დიდი ხანია დაკარგა ფასი.
სადაც ბინძური პროპაგანდა, თანამოქალაქეებს ერთმანეთის მტრად აქცევს.
სადაც ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმნიშვნელოა.
ასეთ ყოველდღიურობას სირაქლემის პოზით ვერ გავექცევით და მითუმეტეს ვერ შევცვლით.
სასიკეთო ცვლილებები, ერთობით შიშის დაძლევით და ამ რეალობასთან არ შეგუებით მოვა.
გამარჯვება ჩვენს ქვეყანას!
Glory to Georgia! Fuck Russia!" - წერს LOUDspeakers სოციალურ ქსელში.