წყნეთის გზატკეცილზე ფერდობი ჩამოიშალა, საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

24.11.21 16:31
წყნეთის გზატკეცილზე ფერდობი ჩამოიშალა, საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

რამდენიმე საათია, რაც წყნეთის გზატკეცილზე ფერდობი ჩამოშლის გამო საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. 

ვაკის გამგებლის განმარტებით, უხვი ნალექის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ მასა დაიძვრება და გზის სავალ ნაწილზე ჩამოვა, ამიტომაც იგეგმება, საფრთხის განეიტრალების მიზნით ადგილზე მოეწყოს დროებითი, რკინა-ბეტონის შემცველი კედელი.

დაემუქრება თუ არა თბილისს 13 ივნისის კატასტროფა, ეს სამხარაულის ექსპერტთა ჯგუფმა უნდა გაარკვიოს, რომლებსაც ადგილზე ელოდებიან.