გამოკითხვის მესამე დღე - ნატა ვიბლიანისგან გამომძიებლები სვანეთიდან გადასახლების ეპიზოდს ისმენენ

23.07.26 18:29
გამოკითხვის მესამე დღე - ნატა ვიბლიანისგან გამომძიებლები სვანეთიდან გადასახლების ეპიზოდს ისმენენ

გამოკითხვის მესამე დღე - ნატა ვიბლიანის ჩვენებას ამ წუთებში გამომძიებლები ისმენენ.

როგორც ადვოკატი მარიამ ბარსონიძე "პირველებს" უყვება, დღეს სამართლდამცველები ვიბლიანების სვანეთიდან გადასახლების ეპიზოდს ისმენენ - თუ რატომ მოუწია ქალს და მის ოჯახს მშობლიური სახლის დატოვება, რომლის დაბრუნებასაც 34 წლის შემდეგ ითხოვს დღეს.

ქალი, რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, დღევანდელ დღეს ჩვენების მიცემას დაასრულებს. 

დღეს გამოძიება შეეხება ისეთ დეტალებს, როგორიც არის ნატა ვიბლიანის გადასახლება სვანეთიდან და ამ საკითხებს მიმოვიხილავთ დეტალურად. ფაქტობრივად ამით დავასრულებთ ნატა ვიბლიანის გამოკითხვას. დიდი ამსალა, თუმცა დღეს აუცილებლად უნდა დავასრულოთ, იმიტომ, რომ ყველა სხვა მნიშვნელოვანი დეტალი უკვე გაზიარებული აქვს ქალბატონ ნატას გამოძიებისთვის. იმდენად მოტივირებულები არიან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები, რომ აღნიშნული დანაშაული სრულყოფილად იქნას გამოძიებული, მათი მხრიდან აბსოლუტურად ხდება იმ მოწმეთა მოძიება, რომელთაც შეუძლიათ ამ საზარელ დანაშაულებებზე საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძოებო ორგანო ჩვენი დახმარებით აუცილებად გავა სასურველ შედეგამდე", - აცხადებს ადვოკატი მარიამ ბარსონიძე. 

ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს - მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. 

პოლიციამ 21-22 ივლისს ნატა ვიბლიანი დისტანციურად გამოკითხა.

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.

მსგავსი სიახლეები