შაჰინი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ვახო სანაია და ათობით დარჩენილი პოლიტიკური პატიმარი
აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "საქართველოს მთავრობის მიერ განსხვავებული აზრის მიმართ ზიზღი მისი დემოკრატიული დაცემის კიდევ ერთი ნიშანია".
სენატორი "ოცნებას" მოუწოდებს გაათავისუფლოს დაპატიმრებული ვახო სანაია და სხვა პოლიტიკური პატიმრები.
„გამოხატვის თავისუფლება ფუნქციონალური დემოკრატიის საფუძველია. საქართველოს მთავრობის მიერ განსხვავებული აზრის მიმართ ზიზღი მისი დემოკრატიული დაცემის კიდევ ერთი ნიშანია. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ვახო სანაია და ათობით დარჩენილი პოლიტიკური პატიმარი.“ - წერს ჯინ შაჰინი.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.