რატომ არ ჩამორთვა პოლიციამ იარაღი კაცს, რომელზეც გამოძიება დაწყებული ჰქონდა - ვერაზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
არასრულწლოვანი ნიკა ღუნაშვილის მკვლელობის და სამი ადამიანის მკვლეობის მცდელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა ამტკიციებს, რომ უმძიმესი დანაშაული მისმა შვილმა, გაფორმებული იარაღით ჩაიდინა. დოდო ოდიშარია ადასტურებს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ბრალდებით გამოძიება 2024 წელს დაიწყო, მაშინ ქალის მტკიცებით მან პოლიცია სთხოვა კაპანაძისთვის იარაღების ჩამორთევა, თუმცა ქალის მტკიცებით ჩამორთმეული იარაღი პოლიციამ უკან ერთ თვეში დააბრუნა.
ვერაზე, ნიკა კაპანაძის გახნილ ცეცხლს ნიკოლოზ ღუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 17 წლის აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ახლა ჩააბარა და სტუდენტობისთვის ემზადებოდა, როდესაც ვერაზე მეგობრებნთან ერთად მყოფი მოკლეს. კაპანაძის ნასროლი ტყვიით დაიჭრა კიდევ სამი მოქალაქე. მათ შორის ბრმა ტყვია მოხვდა ქალს, რომელიც შანიძის ქუჩაზე ტაქსით გადაადგილდებოდა.
შემზარავი ღამის დეტალებს თვითმხილველები პირველებთან იხსენებენ - ყვებიან იმ შემზარავი ღამის ამბებს, რომელმაც საქართველო შეძრა.
რატომ დაიწყო დაპირისპირება?! - არსებული ინფორმაციით, შანიძის ქუჩაზე, თავდაპირველად 31 ნომერთან გაჩერებულ ახალგაზრდებთან შელაპარაკება ჰქონდა დოდო შანიძეს, სწორედ ამ დროს გამოვიდა მისი შვილი და რამდენიმე წუთში იყო გასროლა.
ერთი ადამიანის მკვლელობის და სამი მოქალაქის დაჭრის შემდეგ, ნიკა კაპანაძე ოჯახის კუთვნილ სასტუმროში ჩაიკეტა, ამ დროს ის იარაღით იყო და იმქურებოდა. სპეცრაზმი სასტუმროში შევიდა, ამ დროს ნიკა კაპანაძემ ისროლა, რა დროს ის სპეცრაზმმა გაანეიტრალა.
სისხლიანი ანაგრიშსწორების შედეგად სამი პირი დაიჭრა. მათგან ორს ოპერაცია დასჭირდა. ახლგაზრდა ქალბატონი კი ვინც ტაქსითი გადაადგილდებოდა საავამყოფოდან გაწერეს.