თავდასხმა ხუმრობის გამო - ვინ და რატომ ჩაუსაფრდა საპროტესტო აქციების მონაწილე კომიკოსს

23.07.26 20:13
თავდასხმა ხუმრობის გამო - ვინ და რატომ ჩაუსაფრდა საპროტესტო აქციების მონაწილე კომიკოსს

ანგარიშსწორება ნოდარ დუმბაძის სახელით - ონისე ოქრიაშვილი დარწმუნებულია, რომ პროპაგანდის მსხვერპლია. მისი თქმით, ანგარიშსწორების უკან ქართული ოცნება დგას. ონისე ოქრიაშვილის "გაშავება" უკვე რამდენიმე კვირაა რაც სამთავრობო არხების ტროლ-ბოტების საშუალებით მიდის. ოქრიაშვილი ფიქობს, რომ სამიზნეში მხოლოდ იმის გამო ამოიღეს, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ აქციებზე დგას. ჯერ იყო მორალური ტერორი, შემდეგ კი ჩასაფრება და ფიზიკური ანგარიშწორება.  

ონისე ოქრიაშვილს ჩასაფრება ნაქირავენ ბინასთან მოუწყეს - ეს არც მისი საკუთრებაა და არც რეგისტრაციის მისამართი. სამოქალაქო აქტივისტებს უჩნდებათ კითხვა, თუ არა სპეცსამსახურების როლი და მათი მიგზავნილი თავდასხმელი,. ნოდარ დუმბაძეზე ხუმრობით აღშფოთებულმა რიგითმა მოქალაქემ საიდან იცოდა მისამართი, სადაც ოქრიაშვილი მეუღლესთან ერთად ახალი გადასული იყო. 

რა უძღოდა წინ ფიზიკურ ანგარიშსწორებას? - იუთუბ არხზე ონისე ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებული სიტყვებ პროპაგანდისტულმა გვერდებმა სოციალურ ქსელებში და პროსახელისუფლებო არხებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით გაავრცელეს, რამდენიმე დღის განმავლობაში მის წინააღმდეგ სიუჟეტები გააკეთეს და რაც საბოლოოდ თავდახმით დასრულდა. 

დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები