კონგრესი ითხოვს, შტატებმა საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენები შეისწავლოს - აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება

23.07.26 20:22
კონგრესი ითხოვს, შტატებმა საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენები შეისწავლოს - აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება

როგორი იქნება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები უახლოესი 5 წლის განმავლობაში. ეს დამოკიდებულია იმ ანგარიშზე, რომელის მომზადებაც სავარაუდოდ მარკო რუბიოს მოუწევს. 216 კონგრესმენის მხარდაჭერით მიღებულია ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და ის საბოლოო დამტკიცებისთვის სენატს გადაეგზავნა.

ვრცელ დოკუმენტში კი შეტანილია შესწორება საქართველოს შესახებ. კონგრესი ითხოვს, რომ შტატებმა ქვეყანაში რუსულ-ჩინური გავლენები შეისწავლოს. 

ქართული ოცნება აქცენტების ერთ კონგრესმენზე გადატანით ცდილობს, თავდაცვის აქტის მნიშვნელობა დააკნინოს - ჯო ვილსონზე თავდასხმის ახალი სერიაც ამ ტაქტიკის ნაწილია. რეალურად კანონპროექტი 1 კანონმდებლის წყალობით არ მიუღიათ, აქტს ჯამში 216 კონგრესმენის მხარდაჭერა აქვს. კანონპროექტში არის ცალკე პარაგრაფი, რომელიც  სახელმწიფო მდივანს ავალებს თავდაცვის მინისტრთან და უშიშროების დირექტორთან ერთად კანონის მიღებიდან 180 დღეში საქართველოს შესახებ სპეციალური საიდუმლო ანგარიში მოამზადოს, აღწეროს შიდა პოლიტიკური ვითარება, გაწეროს 5 წლიანი თანამშრომლობის გეგმა და ნაბიჯებიც ამის მიხედვით გადადგას.  

სახელმწიფო მდივნის მიერ მომზადებული ანგარიში განსაზღვრავს , შემოვა თუ არა ქვეყანაში ახალი, დასავლური ინვესტიციები და როგორ გაგრძელდება ვაჭრობა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკა ხედავს, როგორ იქცა საქართველო ანტი-დასავლური ძალების მოკავშირედ, ამიტომაც გახდა საჭირო, რომ საქმეში დაზვერვა ჩაერთოს.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები