ჟურნალისტის პატიმრობის მეორე დღე - როგორ ცდილობს გადაწყვეტილების გამართლებას "ოცნება"
პატიმრობის შემდეგ "ოცნებამ" ვახო სანაიას გაშავების კამპანია წამოიწყო. "პარტიული აქტივისტი რომელიც მოქმედებდა გარე ძალების დაკვეთით" - ეს ირაკლი კობახიძის შეფასებაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი სიძულვილს და დაპირისპირებას აღვივებდა. სანაიას დაპატიმრებას უმწვავესი რეაქცია მოყვა - ამიტომ ახლა ივანიშვილის გუნდი ცდილობს ჟურნალისტი მრავალწლიანი სტაჟით დამნაშავედ წარმოაჩინოს.
14 დღე ციხეში სიტყვის გამო - ეს არის სასჯელი რომელიც კრიტიკული მედიის წარმომადგენლს "ქართულმა ოცნებამ" გამოუწერა. სანაია როგორც ჩანს ბოლო არ იქნება. კობახიძის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, წინ დაკავებების ახალი სერია გველოდება.
"ქართული ოცნება" ავტორიტარულ რეჟიმად საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ჟურნალისტ ვახო სანაიაას დაკავების შემდეგ გამოაცხადეს. ჟურნალისტების დაპატიმრება, კრიტიკოსების დადუმება, სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაცია და კანონის იარაღად გამოყენება არის ის მეთოდები, რასაც "ფრიდომ ჰაუსი" და "მსოფლიო თავისუფლების კონგრეისი" ავტორიტარული რეჟიმების გეგმას უწოდებენ.
რა სიგნალია ვახო სანაიას 14 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვება დამოუკიდებელი ჟურნლაისტებისთვის - ჟუნალისტები ამბობენ, რომ ეს პრაქტიკულად გაფრთხილებაა ყველა ჟურნალისთვის, ვინც, სისტემას ამხელს და რეჟიმს წინააღდმეგობას უწევს, რომ შემდეგი შეიძლება ისინი იყვნენ.