რატომ ჩაუკეტეს დიპლომატებს სასამართლოს კარი - რას ამბობენ "ოცნებაში" და რა ეჭვები აქვთ პოლიტიკოსებს
დიპლომატებისთვის ჩაკეტილი სასამართლოს კარი. მედიის შემდეგ აკრძალვები უკვე საელჩოებზეც ვრცელდება. "ვიღაც დიპლომატების მონიტორინგი ჩვენს სასამართლოს არ სჭირდება" - ეს არის "ქართული ოცნების" პასუხი იმ წერილზე, რომელიც 5 ქვეყნის საელჩომ ოპოზიციის დევნის საქმის მოსამართლეს გაუგზავნა.
"ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც დიპლომატი სასამართლოს ესწრება" - ეს სიტყვები დღეს "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ წარმოსთქვა.
ასეთ მაგალით ბევრია -რუსეთი სერგეი ნავალნის პროცესები აკვირდებოდნენ დიპლომატები ევროკავშირიდან. მოსკოვი ვლადიმერ კარა-მურზა პროცესები - ესწრებდნენ საელჩოს წარმომადგენლები. ბელარუსი ნობელის პრემიის ლაურეატის პროცესები იქ დიპლომატებს არ უშვებენ შენობაში, რის გამოც ისინი სასამართლოს ეზოდან აკვირდდნენ პროცესებს. თურქეთი - ოსმან კავალა, მის პროცესებს არა ერთი დიპლომატი დაესწერო. "ქართული ოცნება" ამ ფაქტების მიუხედავად მაინც ცდუილობს ხალხი დაარწმუნოს რომ მისი პარტიის გადაწყვეტილება, არ შეუშვან ოპოზიციის ლიდერების პროცესებზე ევროკავშირის საელჩოს დიპლომატები დაკვრივებისთვის, კანონიერი გადაწყვეტილებაა.
ევროკავშირის ქვეყნებმა საქალაქო სასამართლოს წერილით მიმართეს - ისინი ითხოვენ დიპლომატებმა შეძლონ რვა ოპოზიონერი ლიდერის პროცესებზე დასწრება, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეს დააკვრიდნენ და თავად გააკეთონ დასკვენები.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.