იოსებ სიგუამ სიმამრი ჩვენების მისაცემად პეტერბურგიდან ჩამოიყვანა - სოფიო სიგუა-შატბერავა მამას "ცრუ მოწმედ" მოიხსენიებს
გააუქმებენ თუ არა ძალადობაში მხილებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას შემაკავებელ ორდერს - გადაწყვეტილებას მოსამართლე 27 ივლისს გამოაცხადებს.
რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს - ის დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე სოფო სიგუას მამა გამოკითხეს, რომელიც საქართველოში პეტერბურგიდან სპეციალურად ამ პროცესისთვის ჩამოიყვანეს.
ალექსანდრე შატბეროვი სიძის, იოსებს სიგუას მოწმე იყო და არა ქალიშვილის.
"მამაჩემი სულ არის საქართველოში ოთხჯერ ნამყოფი, რაც მე ქორწინებაში ვარ, პეტერბურგიდან რომ ჩამოიყვან ცრუ მოწმეს, ეს იოსებ სიგუას ამორალურ ქმედებაზე მიუთიტებს. მამა-შვილობაც კი არ არსებობს მისთვის" - ამბობს სასამართლო სხდომსი დასრულების შემდეგ სოფია სიგუა.
ამის მოხსნა არის არა მარტო ჩემი საფრთხე. თვითონ მოძალადის საფრთხეც არის, იმიტომ, რომ მან რომ ეს დანაშაული ჩაიდინოს, ის აგებს პასუხს - მარტო მე არ ვზარალდები. ის მხარეც დაზარალდება და მითუმეტეს ჩვენი სამი შვილი. ზუსტად ვიცი, რომ ეგ ადამიანი ასეთ სიტუაციაში არის სრულიად არაადეკვატური. როდესაც არანაირი მიზეზი ჰქოდნა, მაშინ იყო არაადეკვატური, ახლა სრულიად შეუქცევადი იქნება მისი საქციელი.
მამაჩემი 30 წელია იქით არის. სულ არის საქართველოში ოთხჯერ ნამყოფი, რაც მე ქორწინებაში ვარ, პეტერბურგიდან რომ ჩამოიყვან ცრუ მოწმეს, რომელიც აქ ამბობს, რომ არაფერი არ უნახავს, ვინაიდან და რადგანაც 30 წელია იქით არის, რა საჭირო იყო მისი ჩამოყვანა, ან ასეთი მოწმის ასეთი სპორტული დაჟინებით მოთხოვნა, რომ ის კაცი აქ ჩამოიყვანეს. ეს იოსებ სიგუას ამორალურ ქმედებაზე მიუთიტებს. მამა-შვილობაც კი არ არსებობს მისთვის", - ამბობს სოფიო სიგუა-შატბერავა.
ქალის ადვოკატის, თამარ ლუკავას თქმით, დრევანდელ დაკითხულ მოწმეებს, რაიმე იმ სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია სასამართლოსთვის, რაც შემხებლობაში იქნებოდა ამ საქმესთან.
უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარის მოთხოვნაა შემაკავებელი ორდენი ძალაში დარჩეს.
ამ მოწმეების მიერ არ მომხდარა რაიმე იმ სახის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შემხებლობაში იქნებოდა ამ საქმესთან. გააწყვეტილება გამოცხადდება 27 ივლისს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო შემაკავებელ ორდერს ძალაში დატოვებს", - აცხადებს ადვოკატი თამარ ლუკავა.
სოფო სიგუა-შატბერავა ამტკიცებს, რომ ყოფილი მეუღლისგან სიცოცხლის მოსპობის ბოლო მუქარა, პირდაპირ სასამართლო დარბაზში მიიღო. საქმის მასალებში კი დევს ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ძალადობის მსხვერპლი ქალი, დალეწილი სამზარეულო და სავარაუდო ადევნების რამდენიმე ფაქტი.
- ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაქუმებაზე უარი უთხრა.
რა ვიცით ძალადობის საქმეზე?
4 ივლისს სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.