პროკურატურა EU-ს ასამართლებს - ადვოკატი ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ბრალის დადგენილებიდან ამონარიდს ავრცელებს
ადვოკატი ომარ ფურცელაძე გიორგი ვაშაძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ბრალდების დადგენილებიდან ამონარიდს ავრცელებს .
როგორც ფურცელაძე წერს, მათ 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმისთვის, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამხილეს რუსეთის დახმარებაში, სანქციები აერიდებინა თავიდან და დაეფინანსებინა ომი უკრაინაში.
ფოტოზე ნაჩვენებია ამონარიდი გიორგი ვაშაძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ბრალდების დადგენილებიდან.
7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმისთვის, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამხილეს რუსეთის დახმარებაში სანქციები აერიდებინა თავიდან და დაეფინანსებინა ომი უკრაინაში.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ახლა უკვე ოფიციალურად სანქცირებულია.
პროკურატურა ამჯერად ევროკავშირს ასამართლებს, -წერს ფურცელაძე.
რაც შეეხება დადგენილების ტექსტს, რომელსაც ადვოკატი ავრცელებს:
„ლიდერები — ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, უკრაინულ მხარესთან თანამშრომლობით აქტიურად მოქმედებდნენ, რათა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად შეექმნათ ხელოვნური საფუძველი. ამ მიზნით ომის დაწყების შემდგომ, დასახელებული პირები უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში არსებული ვითარების შესახებ“, — ნათქვამია დადგენილებაში.