ქვეყანა იქამდე მივიდა, რომ სასამართლოში ირკვევა, ვინ არის 3 ასოს კომბინაცია - დეა მამისეიშვილი

23.07.26 23:09
ქვეყანა იქამდე მივიდა, რომ სასამართლოში ირკვევა, ვინ არის 3 ასოს კომბინაცია - დეა მამისეიშვილი

უპატრონო ქვეყანაშიც არ მოხდება ის, რაც ჩვენთან ხდება, უპატრონო ქვეყანა ინერციით მაინც წავა სადღაც, - ამის შესახებ ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა იქამდე მივიდა, რომ სასამართლოში ირკვევა, ვინ არის 3 ასოს კომბინაცია და ამის გამო ჟურნალისტ, ვახო სანაიას ციხეში უშვებენ.

ის სწორად შერჩეული სამიზნეა, სწორად შერჩეულ დროს. მიზანი, რა საკვირველია, კიდევ ერთი მცდელობაა დაშინების, - ამბობს მამისეიშვილი. 

უპატრონო ქვეყანაშიც არ მოხდება ის, რაც ჩვენთან ხდება, უპატრონო ქვეყანა ინერციით მაინც წავა სადღაც. ჩვენ ქვეყანას მართავენ ბოროტმოქმედები, მე ვერ მოვისმენ და არ მოვისმენ არავისგან, რომელიც წარსულთან გაავლებს პარალელს, ან ეცდება ტოლობის ნიშნის დასმას, რომ აი, ასე ხომ ხდებოდა, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს წარსული მეხსიერება, მაგრამ აწმყოში ვერ ხედავს, რა ხდება, იმ ადამიანის პოზიციას, სიტყვას და დამოკიდებულებას, ჩემთვის ფასი არ აქვს. სინამდვილეში, ხომ კომიკურია და გამოხატავს ეს მთლიანად ქვეყნის მდგომარეობას, იმ ადამიანების, მდგომარეობას, ვინც ამ ქვეყნის მმართველობას იბრალებენ, რაღაც სამმართველო, რომელიც ჩააბარეს მდინარაძეს, არკვევს და შემდგომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ვინ არის და ვინ არა სამი ასოს კომბინაცია. აქამდე მივიდა ეს ქვეყანა, რომ სასამართლოში ირკვევა, ვინ არის სამი ასოს კომბიანცია, ამის გამო, ჟურნალისტ ვახო სანაიას უშვებენ ციხეში და ის სწორად შერჩეული სამიზნეა, სწორად შერჩეულ დროს. მიზანი, რა საკვირველია, კიდევ ერთი მცდელობაა დაშინების. როდესაც ადამიანებს ხოცავენ, სახლში უვარდებიან, გორში ოჯახი გაწყვიტეს, გუშინ არასრულწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა კლინიკაში, მოკლულია ის ბავშვი, ამ დროს გამოდიან ადამიანები ტელეეთერებიდან, რომელბსაც არასდროს დავარქმევ ჟურნალისტებს, და გვეუბნებიან, რომ დღეს გვინდოდა ბედნიერებაზე გვესაუბრა, ეს იყო თემა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ უადგილო იყო და მოდით, სიმშვიდეზე ვისაუბროთ. 

...ბიძინა ივანიშვილი რომ ამბობდა, გახსოვთ? შუა უნდა გაიკრიფოს, შუა კი არ გაკრიფა, გააქრო ის ადამიანები, რომლებსაც უნდა დაენახათ თუ რა ხდება საქართველოში, რომ ქვეყანა გარუსდა, ადამიანები დააყრუეს და დამუნჯეს და მათი ნაწილი დღემდე ვერაფერს ხედავს. აი, ეს გააკეთა ამ ბოროტების მანქანამ, - განაცხადა დეა მამისეიშივილმა. 

მსგავსი სიახლეები