ივანიშვილზე შეშინებული ადამიანი საქართველოში კი არა, დედამიწის ზურგზე არ არსებობს - ნინო ჯანგირაშვილი

23.07.26 23:46
ივანიშვილზე შეშინებული ადამიანი საქართველოში კი არა, დედამიწის ზურგზე არ არსებობს - ნინო ჯანგირაშვილი

სინამდვილეში ივანიშვილზე შეშინებული ადამიანი საქართველოში კი არა, დედამიწის ზურგზე არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ჯანგირაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღესაც ძალიან მძიმე დღე აქვს ივანიშვილს, რადგან დღეს ევროკავშირმა მისი ყულევის ქარხანა დაასანქცირა.

ასევე კრიპტოპლატფორმები, ის, რითაც ივანიშვილს გათვლილი ჰქონდა, რომ ფულს მიიღებდა, სინამდვილეში ყველა მისი ფსონი, რომელიც კი დადო, ჩაფლავდა, - ამბობს ჯანგირაშვილი.

სინამდვილეში ივანიშვილზე შეშინებული ადამიანი საქართველოში კი არა, დედამიწის ზურგზე არ არსებობს. შესაძლოა, ვიღაცებ რაღების გვეშინია, შფოთვებში ვართ, მაგრამ ეს  ყველაფერი, რასაც თქვენ განიცდით, გაამრავლეთ 100-ზე, 1000-ზე და აი, ამას განიცდის ივანიშვილი. მან იცის, რომ მიტაცებული აქვს ძალაუფლება, მაგაზე კარგად ვინ იცის, რეალურად რამდენი ხმა აიღო არჩევნებში და რამდენი მოუტანეს, იცის, რომ ყოველდღე არის დაკარგვის საფრთხის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა ტროტუარზე რომ ადამიანი დგას, ის რატომ უნდა აკრძალო. ყველა ხელისუფლების დროს იყო მცირე პროტესტები, მაგრამ არც აწუხებდათ, არც კი იმჩნევდნენ. იცის ძალიან კარგად და საერთაშორისო კონტექსტია მისთვის კატასტროფული. დღესაც ძალიან მძიმე დღე აქვს ივანიშვილს, დღეს ევროკავშირმა მისი ყულევის ქარხანა დაასანქცირა.  ასევე კრიპტოპლატფორმები, ის, რითაც ივანიშვილს გათვლილი ჰქონდა, რომ ფულს მიიღებდა, სინამდვილეში ყველა მისი ფსონი, რომელიც კი დადო, ჩაფლავდა. ერთადერთი შველა ივანიშვილისთვის იქნება, თუ ხელს ჩავიქნევთ. მას აცოხლებს ის, რომ აქეთა მხარე ვერ ახერხებს უბრალოდ დაორგანიზებას სწორად, მეტი აბსოლუტურად არაფერი. ის რომ მდგომარეობაშია, მტერს არ ვუსურვებ, რუსების ცალკე ეშინია, ევროპელების ცალკე, ამერიკის ცალკე, საკუთარი ჩრდილის კიდევ ცალკე, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.