განუკითხაობის ბრმა ტყვია მოხვდება ქოცსაც, ქოცის შვილსაც და ოჯახის სხვა წევრსაც - გურამ როგავა

23.07.26 23:55
განუკითხაობის ბრმა ტყვია მოხვდება ქოცსაც, ქოცის შვილსაც და ოჯახის სხვა წევრსაც - გურამ როგავა

ჟურნალისტი, გურამ როგავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში განუკითხაობა და უსამართლობაა, რომლის ბრმა ქყვიაც ყველას მოხვდება, მათ შორის “ქოცსაც და მის შვილსაც“.

როგორც როგავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, განუკითხაობა ყველგან დადის და ის თითოეულ ჩვენთაგანს ეძებს. 

განუკითხაობის ბრმა ტყვია მოხვდება ქოცსაც, ქოცის შვილსაც, ოჯახის სხვა წევრსაც, ნათესავსაც. ეს ბრმა ტყვია, რომელიც ასე განუკითხაობით დადის და გვეძებს თითოეულ ჩვენგანს, არ გაარჩევს რომელი პარტიის მხარდამჭერები ვართ, ყველას მოხვდება ადრე თუ გვიან ეს ტყვია, ქოცსაც და ქოცის შვილსაც, - განაცხადა როგავამ.