"ვცდილობ გავარკვიო "- ენგურჰესის დირექტორი გათიშვაზე
"ვცდილობ გავარკვიო" - ასე პასუხობს ენგურჰესის დირექტორი პირველებს კითხვას, რას მოჰყვა ელექტრო ენერგიის მასშტაბური გათიშვა საქართველოში. დღეს 24 ივლისს თბილისისა და საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.
"რატომ გგონიათ რომ ენგური გაითიშა? რადგან გათიშა, გგონიათ, რომ მაინცდამაინც ენგურჰესის ბრალია? ახლა ვცდილობ გავარკვიო" უთხრა ლევან მებონიამ პირველებს.
დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ჩართულ ამ დროსითვის ენგურის ჰიდროელექტორი სადგური, რომელზეც საქართველოს ელექტრომომარაგების დიდი ნაწილი მოდის, მებონია პასუხობს, რომ არ იცის.