ელექტროსისტემა: დენის გათიშვის მიზეზი არ ვიცით
მიზეზი არ ვიცით, მიმდინარეობს აღდგენა, ყველა სამსახურშია და ვმუშოაბთ რომ სწრაფად მოხდეს (ელექტრომომარაგების) აღდგენა.
ამის შესახებ პირველებს საქართველოს ელექტროსისტემაში უთხრეს. უწყება უარყოფს სოც ქსელებში ელექტროსისტემის სახელით გავრცელებული განცხადების ნამდვილობას, რომ თითქოს მასშტაბური გათიშვის მიზეზი, საქართველო - თურქეთის დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიაა.
დღეს 24 ივლისს თბილისისა და საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.
"ვცდილობ გავარკვიო" - ასე პასუხობს ენგურჰესის დირექტორი პირველებს კითხვას, რას მოჰყვა ელექტრო ენერგიის მასშტაბური გათიშვა საქართველოში.
"რატომ გგონიათ რომ ენგური გაითიშა? რადგან გათიშა, გგონიათ, რომ მაინცდამაინც ენგურჰესის ბრალია? ახლა ვცდილობ გავარკვიო" უთხრა ლევან მებონიამ პირველებს.
დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ჩართულ ამ დროსითვის ენგურის ჰიდროელექტორი სადგური, რომელზეც საქართველოს ელექტრომომარაგების დიდი ნაწილი მოდის, მებონია პასუხობს, რომ არ იცის.