ადიგენის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა - სტიქიამ სახლები და ავტომობილები დააზიანა (ვიდეო)

24.07.26 10:35
ადიგენის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა - სტიქიამ სახლები და ავტომობილები დააზიანა (ვიდეო)

 

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი დააზიანა. ადგილობრივების თქმით, მეწყერმა დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი და ნაშალი ჩამოიტანა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები