სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - ნიკა კაპანაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება და ბრალის წარდგენას ელოდება

24.07.26 10:48
სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - ნიკა კაპანაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება და ბრალის წარდგენას ელოდება

სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - ნიკა კაპანაძე ამ დრომდე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 42 წლის კაცს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში წაუყენებენ.

არსებული ინფორმაციით, ნიკა კაპანაძეს ჯერ ჩვენება არ მიუცია.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის  რეანიმაციის ხელმძღვანელის, ლევან ბესელიას თქმით, ჯერ დაკავებულის გაწერის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

ექიმისვე განმარტებით, ნიკა კაპანაძეს ამ ეტაპზე არანაირი ფსიქიატრიული შემოწმება არ ჩატარებია. 

მისი მდგომარეობა სტაბილურია. კონტაქტურია, რა თქმა უნდა, ადეკვატურია, იმყოფება განყოფილებაში, მას თავზე ადგას პოლიციაც და განვიხილავთ მისი გაწერის საკითხს, თუმცა ჯერ ეს გადაწყვეტილი არ არის. ეს გადასაწყვეტი საკითხია, როდის გაიწერება. დიახ ყველა კვლევა ჩაუტარდა და ყველა კვლევით, მისი მდგომარეობა არის დამამკმაყოფილებელი. ფსიქიატრიულ შემოწმებას ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ საჭიროებს, თუ ექსპერტიზა მოითხოვს, შემდეგ ჯერზე შეიძლება ეს გაკეთდეს, თუმცა ჩვენი მისახედი არის ამპუტირებული თითი და ჩატარებული ოპერაცია. სამხარაულის ექსპერტები არ ყოფილა, არავინ ყოფილამ მასთან".- ამბობს ექიმი. 

შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე

42 წლის კაცი შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.

მსგავსი სიახლეები