ელექტროსისტემაში ვერ პასუხობენ კითხვას, რა გახდა ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვის მიზეზი

24.07.26 11:16
ელექტროსისტემაში ვერ პასუხობენ კითხვას, რა გახდა ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვის მიზეზი

ამ დროისათვის ჯერ ისევ უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვის მიზეზი. "პირველების" დასმულ კითხვას ვერ პასუხობენ ვერც ელექტროსისტემაში.

სატელეფონო საუბარში ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა ვერულაშვილი ამბობს, რომ მიზეზი ჯერ დაუდგენელია და მის დადგენას დრო სჭირდება.

მიზეზები ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი. ამას დრო სჭირდება. არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. რომ დადგინდეს მიზეზი, ამას სჭირდება დრო, - ამბობს ეკა ვერულაშვილი. 

ელექტროენერეგიასთან ერთად, მოსახლეობის ნაწილს წყალის მიწოდებაც შეუწყდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ „სისტემურ ავარიას" უკავშირდება. ამის შესახებ ე.წ. სამინისტრომ „ტელეგრამის“ არხზე ღამის დაახლოებით 1 საათზე დაწერა.

მსგავსი სიახლეები