ნიკა კაპანაძის დედამ "პირველებს" ის ოთახი გაუღო, სადაც მისი შვილი სპეცრაზმს შეიარაღებული დახვდა (ვიდეო)
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 42 წლის კაცის დედამ, დოდო ოდიშარიამ "პირველების" გადამღებ ჯგუფს დღეს ის ოთახი გაუღო, სადაც მისის შვილი სპეცრაზმს შეირაღებული დახვდა.
ნიკა კაპანაძე თავისივე სასტუმროს მესამე სართულზე იყო გამაგრებული.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუსტება, ამ დრომდე სისხლის კვალი ეტყობა იმ ადგილს, სადაც ნიკა კაპანაძის დაკავება მოხდა.
ნიკა კაპანაძე ამ დრომდე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 42 წლის კაცს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში წაუყენებენ.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე
42 წლის კაცი შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.