სახელმწიფო ექსპერტიზას სისტემა გაეთიშა - მომსახურების მიღება შეჩერებულია

24.07.26 12:21
სახელმწიფო ექსპერტიზას სისტემა გაეთიშა - მომსახურების მიღება შეჩერებულია

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ელექტრონულ სისტემებთან წვდომის შეზღუდვის გამო, მომსახურება ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია.

"გაცნობებთ, რომ გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ბიუროს ელექტრონულ სისტემებთან წვდომა მთელი საქართველოს მასშტაბით დროებით შეზღუდულია, რის გამოც ამ ეტაპზე შეჩერებულია მომსახურება. ბიუროს სპეციალისტები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად", - წერია ბიუროს განცხადებაში.

განცხადებაში არ არის აღნიშნული წვდომის შეზღუდვის მიზეზი.