სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - ექიმის თქმით, ნიკა კაპანაძის კლინიკიდან გაწერა დღეს არ იგეგმება

24.07.26 13:08
სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - ექიმის თქმით, ნიკა კაპანაძის კლინიკიდან გაწერა დღეს არ იგეგმება

სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის  რეანიმაციის ხელმძღვანელის, ლევან ბესელიას თქმით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 42 წლის კაცის კლინიკიდან გაწერა დღეს არ იგეგმება.

რადგან პაციენტს კლინიკა დღეს არ წერს, სავარაუდოდ, ნიკა კაპანაძისთვის ბრალის ოფიციალური დადგენილების გაცნობა სწორედ ალადაშვილის საავადმყოფოში მოხდება. 

პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. დღეს არ იგეგმება მისი გაწერა. ზოგადი კვლევები არის ნორმალური. ფსიქიატრიული სტატუსი აქვს თუ არ ვცდები. სხვა ვერაფერს გეტყვით. ადეკვატური არის, ოღონდ მთლად ადეკვატური ამ მდგომარეობაში არ არის. ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ჩვენება მისცა თუ არა, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს", - ამბობს ექიმი. 

შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე

42 წლის კაცი შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.

მსგავსი სიახლეები