ყულევის ნავთობგამამუშავებელი ქარხნის მმართველი კომპანიის პასუხი EU-ს სანქციებზე
"ეს არ არის არც სანქციები და არც გაფრთხილება, ეს არის მხოლოდ პრევენციული ზომები, ევროკავშირის მხრიდან“ - ასე პასუხობს “ბლექსი პეტროლიუმის“, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ევროკავშირის საბჭოს.
ვახტან ჩახნაშვილი, რომელიც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ამბობს, რომ მათ განცხადება უკვე გაავრცელეს და აგვისტოს ბოლოდან შეწყვეტენ რუსული ნავთობის გადამუშავებას.
მისივე თქმით, მათი მიზანია, ევროპულ ბაზრებზე გავიდნენ.
ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ, ვაპირებთ ევროპის ბაზრებზე გასვლას და ისედაც ვაპირებდით. დაკონტარქტებული რაც არის, იმის იქეთ სექტემბრის დასაწყისიდან, აგვისტოს ბოლოდან. არ არსებობს, ჩვენ რომ სანქცირებული ნავთობი შემოგვეტანა, აუცილებლად დაგვასანქცირებდნენ, - ამბობს ჩახნაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა ყულევის ნავთოგადამამაუშვებელი ქარხანა სანქციების 21-ე პაკეტში, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ამბობს, რომ აღნიშნულ პაკეტში მხოლოდ მათი კომპანია არ მოხვედრილა.
არა მარტო ჩვენი კომპანია, ევროკავშირი პრევენციულ ღონისძიებებს იღებს ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ და ამით, ფაქტობრივად, ცდილობენ რუსული ნავთობის რეალიზაცია შეიზღუდოს. მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ, აუცილებლად დაგვასანქცირებედნენ. ეს არ არის სანქციები, ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომ ქარხნებმა არ შეიძინოს რუსული ნავთობი. ეს არ არის გაფრთხილება. ეს მათი საქმეა, მათ კითხეთ, - ამბობს ის.
- ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
- სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
- სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად.