ვერაზე მომხდარი მკვლელობა - დაკავებული ნიკა კაპანაძის პოზიციას კლინიკაში ადვოკატი ისმენს
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 42 წლის კაცთან ალადაშვილის კლინიკაში უფლებადამცველი შევიდა - ირაკლი აბსანძის განცხადებით, დღეს ის პირველად მოისმენს ნიკა კაპანაძის პოზიციას ვერაზე მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით.
უმძიმეს დანაშაულისთის დაკავებული პირი ბრალის წარდგენას ელოდება. ამ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამაც, რომელიც ადვოკატის თქმით, ნიკა კაპანაძეს აუცილებლად ჩაუტარდება.
ჟურნალისტებმა უფლებადამცველს ჰკითხეს, ექნება თუ არა კითხვები მას ნიკა კაპანაძესთან გაფორმებული ირაღების შესახებ - რაზეც ირაკლი აბსანძემ განაცხადა, რომ კლინიკიდან ამის შესახებ ინფორმაცია რომც გამოიტანოს, აღნიშნულ საკითხზე "დაკავებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე" ვერაფერს იტყვის.
ჯერ-ჯერობით ბრალდებულის პოზიციები არ ვიცი. საქმის მასალებს არ გავცნობივარ. ბრალის დადგენილება საერთოდ გამოტანილია თუ არა, ესეც არ ვიცი. რა ბრალი ექნება წარდგენილი ესეც არ ვიცი. არა ახლა ბრალის წარდგენაზე არ მოვსულვარ, უნდა შევხდე, გავესაუბრო.
თუ ვიმსჯელებთ იმას, რომ გუშინ არის დაკავებული, ბრალი დღეს ყველა შემთხვევაში უნდა წარედგინოს.
სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს და როგროც თვითონ საქმის სიმძიმე გვაჩვენებს, ყველა შემთხვევაში ინიშნება ფისიქტრიული ექსპერტიზა. მე ამას მოვითხოვ თუ არა, თვითონ სისხლის სამართლის საქმე განსაზღვრავს ამას და საჭირო ვალდებულებაა ამისი, რომ შემდგომში თავად ბრალდებას არ წარმოეშვას პრობლემები. ოჯახსაც არ ეცოდინება არის შეზღუდულქმედითუნარიანი თუ არ არის.
საბუთი თუ აქვს, არვიცი, ჩემთვის არ უთქვამთ. იარაღები მე როგორც ვიცი, რეგისტრირებული აქვს. ნებიმსმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს რეგისტრირებული იარაღი. არ ვიცი რაში სჭირდებოდა მას ეს იარაღები, არ მქონია მასთან კომუნიკაცია. რომც გამოვიტანო ამ საკითხზე ინფორმაცია, მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით ვერაფერს", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე
42 წლის კაცი შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.