ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად მუშაობა დევნის ან შეზღუდვის შიშის გარეშე, ვახო სანაია უნდა გათავისუფლდეს - ევროკომისიის პრესსპიკერი

24.07.26 15:31
ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად მუშაობა დევნის ან შეზღუდვის შიშის გარეშე, ვახო სანაია უნდა გათავისუფლდეს - ევროკომისიის პრესსპიკერი

ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და მის გაჩუმებას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ანუარ ელ ანოუნიმ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ტრიბუნიდან მიმართა და ვახო სანაიას და სხვა დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა. 

ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება, დევნის ან გადაჭარბებული შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და მის გაჩუმებას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოს ხელისუფლებამ „უნდა გაათავისუფლოს ვახო სანაია და ასევე ყველა, ვინც თვითნებურად არის დაკავებული“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები