კახეთში, შვილმა მამა მოკლა - ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

24.07.26 16:12
კახეთში, შვილმა მამა მოკლა - ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

კახეთში, შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნის თავის არეში მრავალჯერადი დარტყმით აქვს მიყენებული.

შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ მოხდა. 

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით  დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თანასოფლელების ინფორმაციით, გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის ფილიპე ლაგაზიძეა. ის მეუღლესთან ერთად სოფელში არსებულ მატყლის საამქროში მუშაობდა.

არსებული ცნობებით, შემთხვევის დროს მამაკაცის მეუღლე პურის საცხობში სამუშაოდ იყო გასული, სახლში დაბრუნებულმა კი ქმრის ძებნა დაიწყო - ცხედარს მოგვიანებით მიაკვლიეს

სოფელში ამბობენ, რომ შვილს, პავლე ლაგაზიძეს, რომელსაც მამის მკვლელობისთვის პოლციიამ ხელბორკილები დაადო,  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მკურნალობის კურსს იტარებდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.