როგორ ხსნის იოსებ სიგუას ადვოკატი სოფია სიგუას პეიჯერზე სიგნალის ჩართვას

24.07.26 17:09
როგორ ხსნის იოსებ სიგუას ადვოკატი სოფია სიგუას პეიჯერზე სიგნალის ჩართვას

 

 

იოსებ სიგუას ადვოკატი ამტკიცებს, რომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს შემაკავებელი ორდერის პირობები არ დაურღვევია - უფლებადამცველი თეონა გვაზაცა "პირველებთან" ინტერვიუში ირწმუნება, რომ ცოლ-ქმრის ვოცაპის მიმოწერის დათვალიერებისას, სოფიო სიგუასთან ზარი შემთხვევით თავად გაეშვა.

თეონა გვაზავა დამთხვევით ხსნის პეიჯერის გამაფრთხილებელ შეტყობინებასაც, რომელმაც სოფიო სიგუას დღეს დილით ყოფილი მეუღლის მიახლოება "პირველებთან" ინტერვიუს მიმდინარეობისას ამცნო.

უფლებადამცველის მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, რომ სოფია სიგუას სახლი ახლოს მდებარეობს თბილისის ორივე სანაპიროსთან, იოსებ სიგუას ქალაქში ამ მონაკვეთზე გადაადგილებისას აპარატურაზე შესაბამისი სიგნალი მიდის. 

სხდომის მიმდინარეობის დროს სოფიო სიგუამ გააჟღერა გარკვეული ხასიათის ინფორმაცია, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ინახება იოსებ სიგუას ტელეფონში. პროცესის დასრულების შემდგომ, მტკიცებულების მოპოვების მიზნით, იოსებ სიგუას თანხმობით, ვათვალიერებდი მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და ვახორციელებდი საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვებას. სქრინშოთის დამზადების პერიოდში, შემთხვევით განხორციელდა ჩემს მიერ გამავალი ზარი სოფიო სიგუას მობილურ ტელეფონის ნომერზე, რაც აღმოვაჩინე უმალვე და რამოდენიმე წამში გავთიშე. გათიშვისთანავე დავეკონტაქტე მართლწესრიგის ოფიცერს და შევატყობინე, რომ სოფიო სიგუასთან დაფიქსირდა ზარი, რომელიც გამოწვეული იყო ჩემი ქმედებით.

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სოფიო სიგუა თავს არ გრძნობს დაცულად და იოსებ სიგუა გადაადგილდება მის სიახლოვეს, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს - ვინაიდან, ქალბატონი სოფია სიგუას საცხოვრებელი სახლი არ არის დაშორებული დიდი მანძილით ქალაქ თბილისში, მთავარ საკვანძო შიდა გზასთან, როგორც არის როგორც მარჯვენა ისე მარცხენა სანაპირო. კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში იოსებ სიგუა როდესაც გადაადგილდება ქალაქში, მარჯვენა ან მარცხენა სანაპიროზე, საცხოვრებელი სახლის სიახლოვიდან გამომდინარე, რამოდენიმე წამის განმავლობაში ფიქსირდება შესაბამის აპარატურაზე, შესაბამისი სიგნალი", - აცხადებს ადვოკატი თეონა გვაზავა. 

სოფიო სიგუა ქმარს, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებს - ქალი ამბობს, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მას გუშინ საღამოს ისევ ურეკავდა.

სოფიო სიგუა-შატბერავა, რომელმა საჯაროდ ისაუბრა ქმრის მიერ განხორციელებულ ძალადობის ეპიზოდებზე, ამბობს, რომ გუშინ საღამოსვე 112-ს დაუკავშირდა, თუმცა პოლიციაში უთხრეს, რომ სიგუას ალიბი აქვს და ზარიც მისი ტელეფონიდან შემთხვევით მისმა ადვოკატმა განახორციელა.

იოსებ სიგუას ცოლთან "პირველებმა" ინტერვიუ დღეს დილით ჩაწერა - კომენტარის დროს კი პეიჯერზე (ელექსტრონული სამაჯურის მოწყობილობა, რომელიც დაზარალებულს აქვს იმისთვის, რათა იცოდეს, უახლოვდება თუ არა მოძალადე) ხმოვანი შეტყობინება შევიდა.

ქალის თქმით, ხმოვანი სიგნალი ნიშნავს, რომ იოსებს სიგუა მასთან 600 მეტრის რადიუსში იმყოფება. რამდენიმე წუთში, პეიჯერზე ხმა შეწყდა. 

  • ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაქუმებაზე უარი უთხრა. 

რა ვიცით ძალადობის საქმეზე? 

4 ივლისს  სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.

საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

 

მსგავსი სიახლეები