სროლა ბათუმში - ბაჩო ბერიძის მკვლელობის მცდელობისთვის, ორი პირი იძებნება
ბათუმში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 31 წლის კაცი დაიჭრა, "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ ბაჩო ბერიძის მკვლელობის მცდელობისთვის, ორი პირი იძებნება.
"პირველების" ინფორმაციით, მსროლელს დანაშაულის ადგილას, სავარაუდოდ, თანამზრახველიც ახლდა, რომელიც მასთან ერთად მიიმალა.
ცოტა ხნის წინ, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ "პირველებს" დაუდასტურა, რომ ბაჩო ბერიძის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამ დროისთვის დედაქალაქში იძებნება კლინიკა, რომელიც სროლის დროს დაჭრილ 31 წლის კაცს მიიღებს. როგორც ირკვევა, პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.
იციან და ვერ აკავებენ. მინდა, რომ დააკავონ. ჩემი შვილი იყო "ოცნების" მომხრე; "ოცნებას" ვაძლევდით ხმას, ჩემი შვილი პატიოსანი შვილი... ველოსიპედებს აქირავებდა ჩემი შვილი, იმით ვირჩენდით თავს... სოციალურად დაუცველი ვარ მე..." - ამბობს ბაჩო ბერიძის დედა.
შეგახსენებთ, რომ ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე 31 წლის კაცი 22 ივლისს ჩაცხრილეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.