თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე - რას ამბობენ "ოცნებაში"

24.07.26 20:20
თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე - რას ამბობენ "ოცნებაში"

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე აცხადებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკო ხურცილავას თავდებში ჩაუდგება. ის მმართველი გუნდიდან პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც ბრალდებულს ღიად დაუჭირა მხარი.

სამხარაძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლოსთვის ბრალდებულის მიმართ 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ოპოზიციის შეფასებით, "ოცნების" გუნდი ძალადობას ირიბად ამართლებს - თავდასხმას გმობს, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ შეურაცხყოფას ყოველთვის მოჰყვება პასუხი.

„ქართულ ოცნებაში“ ამგვარ განცხადებებს საფრთხის შემცველად არ მიიჩნევენ და უარყოფენ, რომ მსგავსი რიტორიკა ძალადობას ახალისებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები