15 წუთში განადგურებული სახლ-კარი და ნათესები - ადიგენში ხალხი დახმარებას ითხოვს

24.07.26 20:44
15 წუთში განადგურებული სახლ-კარი და ნათესები - ადიგენში ხალხი დახმარებას ითხოვს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ სახლები დააზიანა, ეზოებში გაჩერებული ავტომობილები კი მიწამ დაფარა. მოსახლეობა ამბობს, რომ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა -  ძლიერი წვიმა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა, თუმცა მეწყრული პროცესების გასააქტიურებლად საკმარისი აღმოჩნდა.

განადგურებულია მოსავალი, ზამთრის მარაგი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. დაზიანებულ სახლებში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო ერთ წელში სოფელში მეწყერი რამდენჯერმე ჩამოწვა, თუმცა გეოლოგიურ დასკვნას, რომელსაც თვეებია ელოდებიან, დღემდე ვერ იღებენ.

მოსახლეობა კითხვას სვამს -  სად უნდა იცხოვრონ? ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ მოსახლეობის გაყვანისთვის გეოლოგიური დასკვნაა საჭირო, თუმცა დოკუმენტის მოლოდინში სოფელს მეწყერი უკვე მეორედ დაატყდა თავს.

ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები