განგაშის სიგნალი ინტერვიუს დროს – სოფიო სიგუა ყოფილი მეუღლის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს
სოფიო სიგუა ინტერვიუს დროს ყვებოდა, როგორ ცდილობდა მასთან დაკავშირებას ძალადობაში მხილებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, როდესაც უსაფრთხოების სისტემა მოულოდნელად ჩაირთო. ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი, რომელსაც ყოფილ მეუღლესთან მიახლოება სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს, მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სოფიო სიგუა მიიჩნევს, რომ ეს მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის ნაწილია და ამბობს, რომ კვლავ საფრთხეშია.
დღეს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა განაცხადა, რომ შემაკავებელი ორდერის შესაძლო დარღვევაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს. თეონა გვაზავას თქმით, სოფიო სიგუას ტელეფონი მას ჰქონდა და ყოფილ მეუღლესთან მიმოწერისას ზარი შემთხვევით განხორციელდა.
რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, როდესაც უსაფრთხოების სისტემამ კვლავ დააფიქსირა სოსო სიგუას მიახლოება, ადვოკატის განმარტებით, ის სანაპიროს გზაზე გადაადგილდებოდა, ყოფილი მეუღლის სახლს ჩაუარა და განგაში სწორედ ამის გამო ჩაირთო.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
პოლიციელების შეურაცხყოფა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით - რატომ დააკავეს გიორგი ახობაძე (ადვოკატის კომენტარი)
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძისა და ლევან მახაშვილის შემთხვევაში, საუბარი იყო ისეთი ტერმინების გამოყენებაზე, როგორიცაა - "მატყუარა" და "მოღალატე"