ბაჩო ბერიძეზე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა - პოლიცია დამნაშავეებს ეძებს

24.07.26 20:42
ბაჩო ბერიძეზე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა - პოლიცია დამნაშავეებს ეძებს

ბათუმში ბაჩო ბერიძეზე თავდასხმაში, სავარაუდოდ, ორი პირი მონაწილეობდა. „პირველებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შენიღბული თავდამსხმელი, რომელმაც სროლის შემდეგ მოპედით მიიმალა, თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა. მოპედი პოლიციამ თურქეთის საზღვართან იპოვა, რის გამოც გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ორივე ფიგურანტმა ქვეყნის დატოვება მოასწრო.

31 წლის ბაჩო ბერიძეს ფიროსმანის ქუჩაზე, კაფეში, ათობით თვითმხილველის თვალწინ ესროლეს. ოჯახის წევრების თქმით, თავდასხმა წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება და შურისძიების მოტივით განხორციელდა. მათი განცხადებით, სავარაუდო თავდამსხმელების ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია, თუმცა ისინი ამ დრომდე დაკავებული არ არიან.

დღეს ბათუმის კლინიკასთან ოჯახის წევრებმა ბაჩო ბერიძის თბილისში გადაყვანა მოითხოვეს. 31 წლის მამაკაცს თავდამსხმელებმა 12-ჯერ ესროლეს. მას მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში აქვს. ოჯახი მიიჩნევს, რომ პაციენტს სპეციალიზებული მკურნალობა თბილისში სჭირდება. დღის ბოლოს მათ ჯანდაცვის სამინისტროსგან გადაყვანაზე თანხმობა მიიღეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები