გიორგი ახობაძეს სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ გიორგი ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, შსს მოთხოვნის საფუძველზე 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, დღეს 24 ივლისს გამოაცხადა.
- გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
როგორც ირკვევა, მედიკოსის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს სამართალდარღვევები გაერთიანდა, მათ შორის გრიგოლ კაჭკაჭიშვილზე, ირაკლი კობახიძესა და ლევან მახაშვილზე დაწერილი პოსტები.
მანამდე, 2026 წლის 8 ივლისს სინდისის ყოფილი პატიმარი გიორგი ახობაძე 3000 ლარით დააჯარიმეს. სასამართლოში მას ე.წ. "სქროლვა-სქრინვის" სამმართველო ვატო შაქარაშვილის ფეისბუკზე შეურაცხყოფას ედავებოდა და ამით საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევას.