CREA: შოკისმომგვრელია, რომ ყულევის ქარხანას ამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა სანქციებისგან თავის არიდების საშუალება
"არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს პორტები არღვევენ რუსულ ნავთობზე დაწესებულ სანქციებს" - "ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრი" (CREA) ახალ ანგარიშს აქვეყნებს.
CREA-ს 2026 წლის 24 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვიდან სამი წლის შემდეგ, საქართველოს შავიზღვისპირა პორტებმა - ყულევმა და ბათუმმა - სანქციების დამწესებელ ქვეყნებში 1.2 მილიარდი ევროს ღირებულების ისეთი გადამუშავებული საწვავი გაგზავნეს, რომელშიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობიც შედის.
საქართველომ, როგორც ჩანს, ორი გზით ისარგებლა სანქციების უზრუნველყოფისა და ხარვეზების ნაკლებობით. ყულევის ახლადამოქმედებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც განლაგებულია ყულევის ნავთობის ტერმინალისა და პორტის მახლობლად და მათთან დაკავშირებულია მილსადენით - ისარგებლა გადამუშავების შესახებ არსებული სანქციების ხარვეზით: ნედლი ნავთობის 100% რუსეთიდან შემოაქვს, ხოლო ნავთობპროდუქტებს, ყულევის პორტის მეშვეობით, ევროკავშირსა და აშშ-ში გზავნის. ყულევის გადამამუშავებელმა ქარხანამ, როგორც ჩანს, დაარღვია ევროკავშირის რეგლამენტის," - წერია ანგარიშში.
CREA აღნიშნავს, რომ სანქციების დაწესებიდან სამ წელში ყულევის პორტმა ევროკავშირსა და აშშ-ში გაგზავნა 1.46 მლნ ტონა ნავთობპროდუქტი, ჯამში 811 მლნ ევროს ღირებულების. ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, მახლობლად მდებარე ყულევის გადამამუშავებელ ქარხანაში აწარმოეს.
ამავე პერიოდში, ბათუმის პორტმა დიზელის იმპორტის 79% რუსეთიდან მიიღო, ხოლო ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში გაიტანა 339 მილიონი ევროს ღირებულების 508 000 ტონა დიზელი.
შოკისმომგვრელია, რომ ყულევის ქარხანას ამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა სანქციებისგან თავის არიდების საშუალება," - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" CREA-ს ახალ კვლევაზე პასუხისმგებელი ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.
- ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
- სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
- სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად.