უშუქობის გამო თბილისის ნაწილს წყალიც არ მიეწოდება

25.07.26 10:02
უშუქობის გამო თბილისის ნაწილს წყალიც არ მიეწოდება

უშუქობის გამო თბილისის ნაწილს წყალიც არ მიეწოდება.

ელექტროენერგიის არქონის გამო გათიშულია ბახტრიონის სატუმბო სადგური.

თბილისი წყალი აბონენტებს ატყობინებს, რომ არ იციან, როდის აღდგენა წყალმომარაგება.

ელექტროენერგიამ გათიშვამ პრობლემები შექმნა მეტროშიც - მატარებელი გაჩერდა, რის გამოც მგზავრები გვირაბიდან გამოიყვანეს. 

ამის შემდეგ თბილისის მეტრო საათზე მეტხანს გაჩერებული იყო. 

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია დილის 8 საათიდან შეწყდა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, რიგ აბონენტებს ელექტროენერგია აღუდგათ, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი კი უმოკლეს დროში დასრულდება.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ ავარიის ზუსტი მიზეზები, რამაც ელექტროენერგიის სრულად გათიშვა გამოიწვია, ამ ეტაპზე არ იციან.

მსგავსი სიახლეები