სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

25.07.26 10:16
სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  - ელექტროსისტემის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება,

სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ ავარიის ზუსტი მიზეზები, რამაც ელექტროენერგიის სრულად გათიშვა გამოიწვია, ამ ეტაპზე არ იციან.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები