ბათუმი-თბილისის მატარებელი უშუქობის გამო დაგვიანებით გავიდა

25.07.26 10:22
ბათუმი-თბილისის მატარებელი უშუქობის გამო დაგვიანებით გავიდა

ბათუმი-თბილისის მატარებელი უშუქობის გამო დაგვიანებით გავიდა - ამის შესახებ ინფრომაციას "პირველებს" მგზავრები აწვდიან.

ცნობისთვის საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია დილის 8 საათიდან შეწყდა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, რიგ აბონენტებს ელექტროენერგია აღუდგათ, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი კი უმოკლეს დროში დასრულდება.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ ავარიის ზუსტი მიზეზები, რამაც ელექტროენერგიის სრულად გათიშვა გამოიწვია, ამ ეტაპზე არ იციან.

 

მსგავსი სიახლეები