ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

25.07.26 10:39
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, ხელოვნების უნივერისიტეტის შენობასთან მოხდა.

არსებული ცნობებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებუ ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მირკოავტობუსში მსხდომი პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები - ბელარუსები იყვნენ. ორივე გარდაცვლილი უცხოელია.

მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ფოტო ipn

მსგავსი სიახლეები