ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ აფხაზეთშიც შეწყდა

25.07.26 10:37
ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ აფხაზეთშიც შეწყდა

ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც შეწყდა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია გახდა. 

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია დილის 8 საათიდან შეწყდა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, რიგ აბონენტებს ელექტროენერგია აღუდგათ, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი კი უმოკლეს დროში დასრულდება.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ ავარიის ზუსტი მიზეზები, რამაც ელექტროენერგიის სრულად გათიშვა გამოიწვია, ამ ეტაპზე არ იციან.

მსგავსი სიახლეები