მოსამართლე ლელა მარიდაშვილი კლინიკაში მივიდა - სასამართლო ნიკა კაპანაძის აღკვეთზე მსჯელობას პალატაში იწყებს

25.07.26 11:16
მოსამართლე ლელა მარიდაშვილი კლინიკაში მივიდა - სასამართლო ნიკა კაპანაძის აღკვეთზე მსჯელობას პალატაში იწყებს

მოსამართლე ლელა მარიდაშვილი კლინიკაში მივიდა - სასამართლო 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ბრალდებული ნიკა კაპანაძის აღკვეთის ღონისძიებსი შეფარდებაზე მსჯელობას საავადმყოფოს პალატაში იწყებს, სადაც 42 წლის კაცი მესამე დღეა წევს. 

პროკურატურა დაკავებულსი მიმართ პატიმრობას ითხოვს. 

ვერაზე მომხდარი სისხლიანი ანგარისშსორების ფიგურანტს, ნიკა კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარედგინა.

დაკავებულს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე.

საქმის მასალების მიხდვით, ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რა დროსაც მან „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

ასევე ირკვევა, რომ აყვანის სპეცოპერაციის დროს, ბრალდებულმა პოლიციელების მიმართაც განახორციელა მუქარა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები