"ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი ჩვენება ახლა მიზანშეწონილი არ არის" - ვერაზე მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი
7 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.
ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, ირაკლი აბსანძემ განაცხადა.
"ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი ჩვენება ახლა მიზანშეწონილი არ არის" - ამბობს უფლებადამცველი.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნიკა კაპანაძე იმდენად შოკურ მდგომარეობაშია, რომ არ აქვს გაცნობიერებული, თუ რა ჩაიდინა.
ბრალდებული შოკურ მდგომარეობაშია და ვერ გადმოსცემს... არ ვფიქრობ, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდეს, რა აქვს ჩადენილი მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ჩვენება არ მიუცია მას. ხომ გითხარით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა ამის საშუალებას. არვიცი მისცემს თუ არა სასამართლოზე. ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი ჩვენება ახლა მიზანშეწონილი არ არის. სისხლის სამართლიოს საქმეს ახლა მისი ჩვენება არც სჭირდება, იმდენად არის მტკიცებულებები., რაც დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე ადასტურებს მისი მხრიდან ჩადენილ ქმედებას და ამ ეტაპზე არ არის საჭირო მისი მხრიდან ჩვენების მიცემა და არც ითხოვს.
არა მე (ჯანმრთელობასთან დაკავშირებული) დამატებითი დოკუმენტების წარდგენას არ ვაპირებს. თვითონ ფისქიატრიული ექსპერტიზისდ ანიშვნას თვითონ სისხლის სამართლის საქმე მოითხოვს, რომ დაინიშნოს.
მას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა წარსულში და იარაღი მასთან ინახებოდა.
რაც შეეხება აღკვეთს, აღკვეთის გარეშე დატოვება რომც მოვითხოვო, ეს ალოგიკური იქნება, უკეთესი იქნება მისი დაწესებულებაში ყოფნა. როგორ წარმოგიდგენიათ, გირაოთი რომ გამოუშვან, რა მოხდება მაგ შემთხვევაში? ",- განაცხადა ირაკლი აბსანძემ.
ალადაშვილის კლინიკაში ცოტა ხნის წინ მოსამართლე ლელა მარიდაშვილი მივიდა, რომელმაც ნიკა კაპანაძესთვსი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
ვერაზე მომხდარი სისხლიანი ანგარისშსორების ფიგურანტს, ნიკა კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარედგინა.
დაკავებულს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე.
საქმის მასალების მიხდვით, ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რა დროსაც მან „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
ასევე ირკვევა, რომ აყვანის სპეცოპერაციის დროს, ბრალდებულმა პოლიციელების მიმართაც განახორციელა მუქარა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.