გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიის თანამშრომლებმა დახლები აუშალეს და საქონელი ნაგავში გადაუყარეს
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ გვიან ღამით მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დახლები აუშალეს და საქონელი ნაგვის ბუნკერში გადაუყარეს - დილით სადგურის მოედანზე მისულ მოვაჭრეებს ტერიტორია მოსუფთავებული დახვდათ.
დაზარალებულია 30-ზე მეტი ადამიანი. მათი თქმით, განადგურებულია ათასობით ლარის ღირებულების საკვები და ტანსაცმელი. ნაწილმა მერიას ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე მიმართა.
გუშინ ღამით სახლში რომ წავედით, მერე მოვიდნენ და წაიღეს ყვეალფერი. არც არავინ გვაფრთხილებს, ისე მოდიან და მიაქვთ ყველაფერი მალულად, გვაზარალებს ეს ყველაფერი"- ამბობს მოვაჭრე.
პროდუქტი, დახლები, საქონელი სულ წაიღეს. ამათ რომ ლარი ვინმემ მოპაროს, ყველას ციხეში უშვებენ და რა უფლებით წაიღეს ჩემი საქონელი. 4000 ლარის ტანსაცმელი მაინც იქნებოდა. ცალი თვალით ინვალიდი ადამიანი ვარ, პენსია არაფერში მყოფნის, ვწვალობ, ინფაქტი გადატანილი მაქვს, სახელმწიფოს არაფერს ვთხოვ და ისიც გადამიყარეს, რაც ჩემი შრომით და წვალებით მქონდა ნაყიდი". - აცხადებს მოვაჭრე.