სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

25.07.26 12:03
სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს - ინფორმაციის თანახმად, 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, თუ რატომ გაითიშა მთელ საქართველოში ელექტროენერგია. 

ავარიის დაფიქსირებისთანავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს დილის 08:00 საათიდან 09:00-მდე მთელს ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროსისტემამ ოფიციალური მიზეზი არ განმარტა. "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში "ენგურჰესის" დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის  სისტემური გათიშვის მიზეზი იმერეთის ხუთას კილოვატიანი ხაზის დაზიანებაა. ამის გამო შეწყდა წყამომარაგებაც. პარალიზებული იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - გაჩერდა თბილისის მეტრო. მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ შეჩერდა საქართველოს რკინიგზაც.