სოფელი კირნათი მაღალი მთის სტატუსს ითხოვს - "ძლიერი საქართველოს" წევრებმა პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
სოფელი კირნათი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს - ეს სულ მცირე ადგილობრივებისთვის გაზრდილ პენსიებს, პედაგოგებისა და ექიმებისთვის დანამატებს და კომუნალურ შეღავათებს ნიშნავს.
სწორდ ამ მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებმა პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამის შემდეგ მოთხოვნა მერიაში შევა, საიდანაც საკითხი განსახილველად მთავრობას გადაეცემა.
მოსახლეობა 2017 წლიდან ითხოვს მაღალი მთის სტატუსს. ხელისუფლებას შეუძლია სოფელს მისცეს მთის სტატუსი. დღეს ჩვენ ამოვიტანეთ ჩვენი პეტიცია, რომელსაც უკვე სოფლის მოსახლეობა მოაწერს ხელს, ამას უკვე ჩვენი წარმომადგენელი წარუდგენს მუნიციპალიტეტს", - აცხადებენ "ლელო-ძლიერ საქართველოში".