ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის საწყობზე დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა - განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია
ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის საწყობზე დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა - განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კომპანია Wildberries-ის განცხადებით, საწყობის შენობა არ დაზიანებულა, თუმცა ობიექტზე მუშაობა დროებით შეჩერებულია.
რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის, დენის პასლერის ინფორმაციით, ხანძარი 300 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა.