ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

25.07.26 12:51
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ხურცილავას საგულშემატკივროდ სასამართლოში "ოცნების" ახალგაზრდულის წევრები, პარტაქტივი, მხარდამჭერები, მათ შორის გია გაჩეჩილაძეც იყო მისული. მათ ნიკა ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან ტაშით გააცილეს. 

ხურცილავას მიმართ საქართველოს პროკურატურა 5000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს ითხოვდა. თუმცა დაცვის მხარემ კლასიკური გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა დააკმაყოფილა და ნიკო ხურცილავა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბრალდების მხარე ასაბუთებდა სწორედ ახალი დანაშაულის ჩადენსი საფრთხეს, მას შემდეგ რაც სასამართლო დასაბუთებულ განჩინებას მივიღებთ, გავეცნობით და შემდეგ შესაბამის შეფასებას გავაკეთებთ", - განაცხადა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ. 

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

მსგავსი სიახლეები