"უცნობი" ამტკიცებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა "ღირსების დაცვა იყო" და განმეორების შემთხვევაში ისევ ძალადობით იმუქრება

25.07.26 13:04
"უცნობი" ამტკიცებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა "ღირსების დაცვა იყო" და განმეორების შემთხვევაში ისევ ძალადობით იმუქრება

 

 

გია გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა "არა ძალადობა, არამედ ღირსების დაცვა იყო"  - "უცნობმა" დღეს დააანონსა, რომ თუ იუმორისტები თავიანთ გამოსვლაში ნოდარ დუმბაძეზე ან სხვა საზოგადო მოღვაწეზე იგივეს გაიმეორებენ, მათ მიმართაც ანალოგიური განმეორდება.

"აღარ მოხდება ის, რომ ვინმეს მსგავსი რამ გაუტარდება" - თქვა გია გაჩეჩილაძემ. 

"უცნობი" დღეს ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკა ხურცილავას მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო მისული.

ეს ძალადობა არ არის, ეს არის ღირსების დაცვა. ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის. თუ იმას აქვს უფლება, რომ ნოდარ დუმბაძეს შეაგინოს, მეც მაქვს უფლება, რომ გაიდინგოს გინდათ სროკით, გინდათ უსროკელად რა. ეს არი იყო იურმორისტული ნომერი, ნოდარ დუმბაძის გულს შეაგინა. შეიძლება აკრიტიკო, მაგრამ წმინდას ვერავინ შეხება. კარგად დაიმახსოვროს ყველამ, აღარ მოხდება, რომ ვინმეს რამე გაუტარდება. ეს იქნება ციხეში წასვლით თუ არა ციხეში წასვლით, მაინც არავის არაფერი არ გაუტარდება. ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ გითხარით, რომ ეს არის ღირსების დაცვა, ყოველი ქართველისთვის ღირსების დაცვა. არ უნდა თქვა მაშინ ისეთიი რამ, რაც ძალადობას გამოიწვევს. თუ განმეორდება იგივე, განმეორდება ესეც. თუ არ განმეორდება, არ განმეორდება ესეც", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. 

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ხურცილავას  საგულშემატკივროდ სასამართლოში "ოცნების" პარტაქტივი, მხარდამჭერები, მათ შორის გია გაჩეჩილაძეც იყო მისული. მათ ნიკა ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან ტაშით გააცილეს. 

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

მსგავსი სიახლეები